ბოლო ორი დღის განმავლობაში ზედიზედ მეორე კონსულტაცია, ქართული ოცნების ოფისში გვიანობამდე გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატები უარყოფდნენ, რომ საუბარი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ეხებოდა. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ,რომ საუბარი საკანონმდებლო ორგანოს მომავლი კვირის დღის წესრიგს უკავშირდბოდა. მათ შორის განიხილეს ქალთა კვოტირების შესახებ ინიციატივა და საკონსტიტუციო ცვლილებები.