რუსეთმა უნდა გაიღოს საფასური მის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ქართველი ხალხის წინააღდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის - განცხადება ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ გააკეთა.
კონგრესმენის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ მოსკოვი არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას გამოავლინოს ადამიანის უფლებების უგულვებელყოფის შემზარავი ფაქტები.
"რუსეთის მხარდაჭერის მქონე სეპარატისტული ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონში დაღუპული საქართვერლოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვბილის ცხედრის გადმოცემაზე. ასეთ დონეზე დაცემა მხოლოდ ტერორისტებსა და საძულველ რეჟიმებს შეუძლიათ," - წერია კონგრესმენის განცხადებაში.
ტედ პოს განმარტებით, პუტინის რეჟიმის მიზანი ტირანიის ყველა ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში გავრცელებაა.