დედაქალაქის მერმა „სითი პარკთან“ გაწყვეტილ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. კახი კალაძის განმარტებით, არასწორ პარკირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია გააკონტროლებს.
„თუ მათ ექნებათ სურვილი, სასამართლოში წავიდნენ, ჩვენ მზად ვართ, სასამართლოში დავიცვათ ჩვენი პოზიციები. თუ ექნებათ სურვილი, წავიდნენ არბიტრაჟში, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი პოზიცია,“ - განაცხადა კალაძემ.
კახი კალაძე სოფელ დიღომში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოები სამ ქუჩაზე მიმდინარეობს. იცვლება საკომუნიკაციო ქსელი და იგება ასფალტი.