20 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
ვერანაირი მარგინალური დაჯგუფება ვერ შეუშლის ხელს ქალაქის განვითარებას - კალაძე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

„ეს არის მარგინალური პოლიტიკური პარტია, ეს არის გარკვეული სექტა, რომელიც ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში, დესტრუქციული ადამიანებისგან დაკომპლექტებული," - ეს განცხადება ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის საპასუხოდ გააკეთა.

დღეს პარლამენტში თბილისში მოქმედი ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესებაზე მსჯელობდნენ.

ოპოზიციის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის ასაღებად თანხის გადახდა მოუწევთ.

კახა კალაძემ ოპოზიცია აღნიშნული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

„ვერაფერი და ვერანაირი მარგინალური დაჯგუფება ვერ შეუშლის ხელს ქალაქის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას,“ - აცხადებს კალაძე.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები