20 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ბორჯომის მერიას თანამდებობრივი სარგოების დოკუმენტი უკან დაუბრუნდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხვალ აღარ გაიმართება. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურს არსებული საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების დოკუმენტი კორექტირებული სახით უკან დაუბრუნდა.

ბიურომ 7კაციანი შემადგენლობით გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. სხდომას პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი კვლავ არ ესწრებოდა.

საკრებულოს წევრების განცხადებით, მერიის თანამდებობის პირთა ხელფასების ზრდის არაუმეტეს 10 პროცენტიან ზღვარს დათანხმდებიან.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 28 მარტს ჩაინიშნა. 

 

დღის ამბები