60 არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველს მიმართავს. ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ნინო ლომჯარიას მოუწოდებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში იზაბელა ოსიპოვას დაუჭიროს მხარი.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ ბორდში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლის ყოფნა და გადაწყვეტილების მიღებაში მისი მონაწილეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მათი ინფორმირებულობის გაზრდას.
იზაბელა ოსიპოვა ბორდის წევრობისთვის უკვე მეოთხედ იბრძვის. მან პირველი ეტაპი გადალახა, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს.
ამჟამად იზაბელა ოსიპოვა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანია.