20 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
„ეს არის ვიწრო პარტიული ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება," - სოფო კილაძე ოპოზიციის ერთობლივ მიმართვას აფასებს

„ეს არის ვიწრო პარტიული ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მათი მხრიდან,“ - ეს შეფასება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მიმართვასთან დაკავშირებით გააკეთა.

ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისათვის გაგზავნილი წერილს ერთსულოვანი განცხადებით გამოეხმაურა.

სოფო კილაძე, პრემიერის განცხადებას მართებულად აფასებს და ამბობს, რომ მმართველი იზიარებს მის გადაწყვეტილებას. 

„პრემიერის განცხადება იყო აბსოლუტურად სწორი და „ქართული ოცნების“ გუნდი დგას პრემიერის გადაწყვეტილების უკან. ესენი რაღაც განცხადებებს ავრცელებენ და ეს განცხადებები, მე მგონი, საერთოდ არ ემსახურება იმას, რომ დაგვიბრუნდეს ჩვენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და იქ მყოფი ხალხი, იმიტომ რომ მე სხვანაირად ვერ შევაფასებდი ნამდვილად ოპოზიციის ამ განცხადებებს. ეს არის ვიწრო პარტიული ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მათი მხრიდან, რომელსაც საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესთან არაფერი არ აქვს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები