ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 2017 წლის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის დაფიქსირებული ალიანსის ოფიციალური პოზიცია, რომ ის რჩება ერთგული ღია კარის პოლიტიკისა და განაგრძობს მუშაობას საქართველოსთან, რომელსაც აქვს ამბიცია, ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს.
ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს როლი საერთაშორისო მისიებში. სტოლტენბერგმა ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეც გაიხსენა. პრეზენტაცია თავად გენმდივანმა გამართა.
„ნატოს სამიტზე აქ, ბრიუსელში ველი საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის აღიარებას. ასევე საქართველოს შეაქვს უმნიშვნელოვანესი წვლილი საერთაშორისო მისიებში, განსაკუთრებით ავღანეთში, როდესაც გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტს შევხვდი, სამძიმარი გამოვუცხადე საქართველოს მოქალაქის გამო, რომელიც მოკლეს. ასევე მოვუწოდე მაშინ რუსეთს, რომ უზრუნველეყო იმ ორი გატაცებული პირის გათავისუფლებაც. ნატო განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იმ რეფორმები, რომლებიც ტარდება და ასევე ის ფაქტი, რომ საქართველოს შეუძლია რუსეთთან დიალოგში ჩართვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.