20 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
"ენმ"-ის წევრებმა საკრებულოს ფრაქციის გაფართოებული სხდომაზე თბილისელების პრობლემები მოისმინეს

საკრებულოს ფრაქციის გაფართოებული სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისელების პრობლემები მოისმინეს.

შეხვედრა მოქალაქეებთან ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს იმართება, ინიციატივის ავტორი კი თბილის მერობის ყოფილი კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილია.

დღეს დეპუტატები და პარტიის წარმომადგენლები 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულ მოქალაქეებსაც შეხვდნენ და მათ დასახმარებლად საჭირო კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებზეც ისაუბრეს.

„ხალხი მოდის, რომელსაც მოუხსნეს სოციალური დახმარებები, ელემენტალურად არ აქვთ წამლების შეძენის საშუალება და უარი მიიღეს მათ გამგეობიდან მედიკამენტების დაფინანსებაზე. მოდის ხალხი, რომელსაც აქვს კერძო საკუთრების დაკანონების პრობლემა, არის ავარიული სახლების სერიოზული პრობლემა დედაქალაქში. იმიტომ გადავწყვიტეთ ფრაქციის გაფართოებულ ფორმატში მოქალაქეების მიღება, რომ ძალიან ოპერატიულ ხდება რეაგირება ფრაქციის ფარგლებში,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

დღის ამბები