საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოს გლობალურ ფორუმში მონაწილეობს. ბაქოში ოთხმხრივ ფორმატში აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით პირველი შეხვედრა გაიმართა.
ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ამ ფორმატში პირველ ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი და ხაზი გაუსვეს ოთხმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობას.