20 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
„არის კითხვა, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმ დროს, როდესაც ასეთი საზარელი მკვლელობები ხდება" - გიგა ბოკერია

„არის კითხვა, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმ დროს, როდესაც ასეთი საზარელი მკვლელობები ხდება, იყენებს თუ არა იმ რესურსს, რაც ჩვენს ხელთ არის დიდ მეზობელთან, დიდ პოლიტიკურ მტერთან მიმართებაში, როგორიც რუსეთია. პასუხი ძალიან მარტივია, ან არაფერს აკეთებს, ან დგამს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო ნაბიჯებს“- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია შეაფასა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზი უნდა გამოეყენებინა, მით უმეტეს, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობების შემდეგ. მან გიორგი კვირიკაშვილის წერილზე ისაუბრა.

„ამ წერილით ფოკუსი გადავიტანეთ ცხედრის დაბრუნებაზე, მე მესმის ოჯახის, რომ ცხედრის დაბრუნება მნიშვნელოვანია მათთვის, ეს არის დამატებით სამარცხვინო რბილად რომ ვთქვათ საქციელი, როცა კაცი მოკლეს და ახლა ცხედრით ვაჭრობენ, მაგრამ როცა ჩვენი პრემიერი დამნაშავის დასჯაზე საერთოდ არ საუბრობს და გადმოდის ამ საკითხზე, რომ ცხედარი დაგვიბრუნეთ, სთხოვს რუსეთს და ჰპირდება, რომ პირდაპირ კონტაქტს დაამყარებს ცხინვალისა და სოხუმის სტრუქტურებთან, ანუ მათ მოთხოვნას ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოს თანხმდება ყოველგვარის შედეგის გარეშე, ქვეყნისთვის საზიანოა“- აღნიშნა ბოკერიამ.

დღის ამბები