„დარწმუნებული ვარ, დღემდე არ აქვთ მიღებული შესაბამისი ინსტრუქცია ბიძინა ივანიშვილისგან, ეს რეზოლუცია მისაღებია თუ არა მათთვის“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაზე განაცხადა.
ოპოზიციის წევრის თქმით, მმართველი გუნდი რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას აჭიანურებს.
„რამდენიმე კვირაა, საქართვლოს პარლამენტში გრძელდება რეზოლუციის განხილვა, სადაც ჩვენ ნათლად განვაცხადებდით საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვას, რომ რუსეთზე ზეწოლა გაძლიერებულიყო და შესაბამისი ნაბიჯები გადადგმულიყო. ამაზე უმრავლესობამ დღემდე ჩამოყალიბება ვერ მოახერხა. განხილვები, რომლებიც პარლამენტში გაიმართა იყო სამარცხვინო იმიტომ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებიც კი, რეზოლუციის საკუთარ ტექსტთან დაკავშირებით ორჭოფობენ. არ აქვთ სურვილი, რომ მიიღონ თუნდაც, ის ტექსტი, რომელიც თვითონ შეიმუშავეს“,- განაცხადა სამადაშვილმა.