„არ მგონია, რომ კვირიკაშვილი უნდა გადადგეს, იმიტომ, რომ გარანტიას გაძლევთ, ამ კონკრეტულ საკითხში ვერანაირი წინსვლა ვერ გვექნება, შეიძლება უკუსვლა გვქონდეს“,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრის წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მან რუსეთის ფედერაციას გაუგზავნა.
„აქ არის შეცდომების კასკადი და თუ ჩვენ ამას ჩავაბეტონებთ, როგორც საქართველოს დღევანდელ პოზიციას, ჩვენ მივიღებთ პრობლემებს დღესაც და ხვალაც“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.