20 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
„უნდა ეთქვა რომ დასაჯეთ მკვლელი“ - გიგა ბოკერია პრემიერის შესახებ 

„უნდა ეთქვა რომ დასაჯეთ მკვლელი,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა“, გიგა ბოკერიამ ოკუპირებულ ახალ გორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა.

გიგა ბოკერიას თქმით, პრემიერს გაეროს ტრიბუნიდან ამ თემაზე უნდა ესაუბრა და ეს იქნებოდა ერთგვარი სიგნალის შემცველი.

„გაეროს ტრიბუნიდან რომ გამოდიოდა პრემიერ-მინისტრი, ამ შემთხვევაზე, თუმდაც ასეთი ჩემთვის მიუღებელი ტონით, როგორც ახლა წერილი მისწერა რუსეთს, იქ უნდა ეთქვა რომ დასაჯეთ მკვლელი. რომც არ დასაჯონ, მომავალში ჩასადენი ესეთი საფრთხის მქონე ადამიანებისთვის, ეს იქნებოდა სიგნალი და ესეც არ გააკეთეს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები