20 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
ეს წერილი იყო ძალიან დიდი შეცდომა და აბსოლუტურად ამოვარდნილი კონტექსტიდან - ეკა გიგაური პრემიერის წერილზე

„ეს წერილი იყო ძალიან დიდი შეცდომა და აბსოლუტურად ამოვარდნილი კონტექსტიდან და იმ პოლიტიკიდან, რომელსაც წარმართავს საქართველო ამ წლების განმავლობაში,“ - ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური პრემიერის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ მიმართვას.

ეკა გიგაურის თქმით, საინტერესოა, ამ წერილის შედგენაში ჩართულები იყვნენ თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო და პარლამენტი და უძღოდა თუ არა ამ ყველაფერს წინ კონსულტაცია.

ეკა გიგაურის თქმით, პრემიერი თავის ნათქვამზეა პასუხისმგებელი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული წერილიდან გამომდინარე, პრემიერმა საზოგადოებას თუნდაც, პარლამენტიდან უნდა აუხსნას შინაარსი.

„ეს იყო ძალიან სახიფათო დისკუსია, რომელიც დაიწყო ზუსტად ან წერილის გავრცელების შემდეგ და ის უიმედობა, რომელიც შეიძლება ჩვენს მოსახლეობაში გავრცელდეს ამ წერილის შემდეგ, ასევე არის პრობლემატური,“ - აღნიშნა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმით, პრემიერი მსგავსი განცხადებით საზოგადოებაში კონფლიქტს ქმნის, რის გამოსავლადაც, მთავრობის მხრიდან გაერთიანებისკენ მოწოდებას ასახელებს.

დღის ამბები