20 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
მარია ზახაროვას განცხადება - ევროპის ქვეყნები რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვენ

ევროპის ქვეყნები რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებისგან ახსნა განმარტებებს ითხოვენ. ჩეხეთსა და შვედეთში მიუღებელს უწოდებენ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ნეირო-ტოქსიკური ნივთიერება, რომლითაც სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლეს, ევროპის 4 ქვეყანაში იწარმოება.

ზახაროვამ ნოვიჩოკის მწარმოებელ ქვეყნებად დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, შვედეთი და შეერთებულ შტატებში დაასახელა. პრაღასა და სტოკჰოლმში ეს განცხადება უსაფუძვლო სპეკულაციად შეაფასეს და მოსკოვს ურჩიეს ოფიციალური ლონდონის შეკითხვებს გასცეს პასუხი.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე ნეირო-ტოქსიკური ნივთიერების გამოყენებაში რუსეთის ხელისუფლებას და პირადად ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს.

დღის ამბები