დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტის, მიკაელ კადიევის ადვოკატებმა და "ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ კვირიკაშვილის სახელზე დღეს განცხადება შეიტანეს.
ისინი სოზარ სუბარის უწყებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ კადიევს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი სუბარის უწყებამ პოლიტიკური მოტივების გამო არ მიანიჭა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი შიშობს, რომ მთავრობის პოლიტიკა რუსეთთან შერბილებულია და არ არის გამორიცხული ამის გამო კადიევის ექსტრადირება მოხდეს.
„საქართველოს ხელისუფლება არ აძლევს მას არა მხოლოდ თავშესაფარს, არამედ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსს და საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუსეთში არ არის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით დევნა,“ - განაცხადა რატიანმა.