პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი არ აპირებს გრიგორი კარასინთან ისაუბროს იმ განცხადების შესახებ, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ეს საკითხი მისი კომპეტენცია არ არის.
"ჟენევაზე კარასინთან მე არ ვსაუბრობ, ნამდვილად გარდა იმისა რომ მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს, როგორც განსაკუთრებულს და უაღრესად მნიშვნელოვანს,"-აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
ჟენევის მოლაპარაკებამდე რამდენიმე დღით ადრე კი რუსეთის საგარეო უწყება აანონსებს, რომ მორიგი რაუნდი შესაძლოა, მოსკოვის ინტერესების სასარგებლო დეკლარაციის მიღებით დასრულდეს. გრიგორი კარასინის განცხადებით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციას სავარაუდოდ ჟენევის დისკუსიის ყველა მონაწილე შეუერთდება. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 27-28 მარტს იგეგმება.