ადვოკატი გაგი მოსიაშვილი სამართალდამცველებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლაშა ვაშაკიძისთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს.
უფლებადამცველის თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. საქმის დეტალების შესახებ ის დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
ლაშა ვაშაკიძე ნარკოდანაშაულშია ბრალდებული და მას სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
„განაჩენის გამოტანისას ფაქტიურად მხოლოდ პოლიციელთა ჩვენება გაიზიარა, თუმცა საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამტკიცებს რომ ამოღებული ნივთმტკიცებები არ ეკუთვნის ვაშაკიძეს“- გაგი მოსიაშვილი.