20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
თავდასხმა "რუსთავი 2"-ზე - ირაკლი შოთაძე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდეთ

საქართველოს მთავარი პროკურორი არ გამორიცხავს, რომ „რუსთავი 2“-ზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეებს ბრალი დაუმძიმდეთ - ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შს სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება, გააკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს შესაძლო დანაშაულებების პრევენცია და ასევე, იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის უფლება და უსაფრთხოება იყოს დაცული.

„ამ ეტაპზე დაკავებულია ბრალდებულის სახით 6 პიროვნება, ბრალდების წარდგენა მოხდება დღეს, რის შემდეგაც პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით.

"ამ ეტაპზე მე სამართლებრივი შეფასებისგან თავს შევიკავებ, როგორც იცით კონკრეტული პირები არიან ბრალდებულს სახით დაკავებული. ახლაც მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდება ყველა მტკიცებულებების შეფასება და მოხდება პირველადი ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა.

"რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველადი ბრალი. გამოძიება გაგრძელდება და ის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიკვეთება თითოეული პირის მხრიდან, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ჩვენი ბრალდების დადგენილებაში. საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები რა თქმა უნდა, მიიღებენ ადექვატურ ზომებს, რათა მოხდეს ყველა შესაძლო დანაშაულის პრევენცია,“ - აცხადებს ირაკლი შოთაძე.

დღის ამბები