20 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ „ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ „ევროპული საქართველო“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს არ წავიდეს რუსეთთან კომპრომისზე და ოკუპანტთან მოლაპარაკებისას პრინციპული პოზიცია დაიკავოს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტებები უნდა გააკეთოს.

„ვთავაზობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ შეხვდეს უმცირესობას. თვითონ აარჩიოს იქნება ეს დახურული თუ ღია ფორმატი. ისე, რომ არ მოხდეს, რომ მატარებელი ჩაივლის და ამ ვალდებულებას ავიღებთ და მერე გადავალთ ზიანის კონტროლზე. ეს ამბავი, რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, რომ განმარტებები გაკეთდეს," - განაცხადა კაპანაძემ.

სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებები განსხვავებულია ერთმანეთისგან.

„ერთი მხრივ, გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებები, სადაც არის საუბარი იმაზე, თუ როგორი ტიპის განცხადება იქნება მიღებული. მეორე მხრივ, გვაქვს უმრავლესობის ლიდერის განცხადებები, რომელიც განსხვავებულია ერთმანეთისგან. როგორ ხდება ეს და რატომ შევცვალეთ დამოკიდებულება, რომ ჯერ რუსეთს უნდა აეღო ვალდებულება და მერე უნდა მიგვეღო ეს დოკუმენტი და რუსეთმა არ აიღო ვალდებულება და მაინც ვიღებთ ამ დოკუმენტს, ამაზე უნდა იყოს კითხვები,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რუსული მხარე აცხადებს, რომ მზადდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთო დეკლარაცია, რომელზეც ხელი უნდა მოაწერონ რუსეთმა, საქართველომ, აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა და მოლაპარაკებებში ჩართულმა სხვა მხარეებმა. ამის შესახებ გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან განაცხადა.

დღის ამბები