20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
პარლამენტმა დღეს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა დაამტკიცოს

პარლამენტმა დღეს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა დაამტკიცოს. ცვლილებების მიხედვით, 2024 წლიდან აღარ იარსებებს ბლოკების სისტემა და ბარიერი კვლავ 5 პროცენტით განისაზღვრება. ასევე 2024 წლის არჩევნებისთვის გაუქმდება ე.წ. ბონუსური სისტემა. 2020 წლის არჩევნებისთვის კი მხოლოდ ერთჯერადად შენარჩუნდება ბლოკების სისტემა და ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს.

„სრულდება კონსტიტუციური რეფორმის ძალიან წარმატებული პროექტი. რომელიც აღიარა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ. მათ შორის აღიარა ვენეციის კომისიამ. შემოდგომიდან საქართველოს ექნება თვისობრივად ახალი კონსტიტუცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას“-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

ცვლილებებისთვის მხარდაჭერას ოპოზიცია არ აპირებს და საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები