20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
არასამთავრობოები კვოტირებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ

არასამთავრობო ორგანიზაციები გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. მათი აზრით, მმართველი გუნდის ინიციატივა სურათს ვერ შეცვლის, რადგან მასში საუბარია იმაზე, რომ პარტიულ სიაში არა ყოველი მეორე, არამედ ყოველი მესამე იყოს განსხვავებული სქესის.

არასამთავრობოების მიერ წარდგენილი კანონპროექტი კი, რომელიც დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით ჩააგდო, არჩევნებზე ისეთი პროპორციული სიის წარდგენას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, სიაში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს.

„ამ ინიციატივას არ დაუჭირა მხარი პარლამენტმა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობას და თანასწორობას დღეს პარლამენტში მხარს არ უჭერენ,“- განაცხადა ”ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” პროექტის კოორდინატორმა, იდა ბახტურიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები