20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
თანამშრომლობა საქართველოსთან - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია

თანამშრომლობა საქართველოსთან - ამ შინაარსის რეზოლუცია ნიუ იორკში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო.

23 მარტის რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დოკუმენტში აღნიშნულია უმაღლესი კომისრის 2017 წლის ანგარიშში მოცემული შეფასებები და ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში ეფექტური კონტროლის მქონე ძალის პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე ვითარების გამო და მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმს, უზრუნველყოს უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის სხვა მექანიზმების შეღწევა. 

დღის ამბები