20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში აეროპორტის განვითარებისა და რკინიგზის აღდგენის შესახებ ინიციატივაზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში აეროპორტის განვითარებისა და რკინიგზის აღდგენის შესახებ ინიციატივაზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ახაშენში იმყოფებოდა, სადაც დღეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი სასტუმრო გაიხსნა.

„ინვესტიცია განხორციელდა ერთობლივად, სახელმწიფოს და კერძო სექტორის მიერ. კახეთში ტურიზმი გადადის თვისობრივად ახალ განზომილებაში. ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე გავაასამაგოთ ტურისტების რაოდენობა საქართველოში. როგორც არის შვეიცარიაში Verbier Festival, წინანდლის ბაზაზე ვაპირებთ, რომ ზუსტად ასეთი სასწავლო-სამუსიკო, კონკრეტულად, კლასიკური მუსიკის მიმართულებით პროგრამა დავაფუძნოთ,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, კახეთში აეროპორტის აუცილებლობა არსებობს და კერძო სექტორთან პარტნიორობით, კახეთში პირდაპირი ჩარტერული რეისები განხორციელდება.

„ახაშენი ღვინის კურორტი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ და მეწარმეობის განვითარების პროექტის ფარგლებში აშენდა.

კურორტი სრულად არის ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტი „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას" ეკუთვნის და მისი საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ. ლარია. 

დღის ამბები