170
ახალი ამბები
კატეგორიები
ვიდეო
დოკუმენტალისტიკა
გადაცემები
პროგრამა
ჩვენ შესახებ
ENG
GEO
12 ნოემბერი 2026,
00:57
დღეს
00:49
პრემიერი: ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ, ჩვენთვის ევროპა ევროპული კულტურა და ცივილიზაციაა, ამიტომ გვსურს გავხდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი
00:43
პრემიერი: ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა, ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზეც
00:39
პრემიერი: არ ვაკონკრეტებთ ვის ვგულისხმობთ "გლობალური ომის პარტიის" ქვეშ, თუმცა ამ ტერმინით კონკრეტულ ადამიანებს მოვიაზრებთ. ევროპასა და აშშ-ში მოქმედი ეს ძალები ერთი და იგივე არ არის, ეს ადამიანები საქართველოზე გავლენისთვის ოფიციალურ ბერკეტებსაც იყენებენ
00:36
პრემიერი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიბრუნოთ არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ ადამიანებიც, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ, სწორედ ამიტომ ჩვენი ხედვა მშვიდობიანია, ამ პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ მშვიდობიანი გზა შეიძლება იყოს მისაღები
00:34
პრემიერი: ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ტენდენცია, როცა საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რაოდენობას გადააჭარბა, ეს ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ეკონომიკის სწრაფი ზრდის შედეგია
00:32
პრემიერი: ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც მნიშვნელოვანწილად ევროპის სივრცეში მიმდინარე ომებსაც უკავშირდება, მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავაც გვსურს, ტრადიციული ევროპის ნაწილი ვიყოთ
00:31
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც ODIHR-ის შეფასების მიუხედავად პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის იდეას
00:28
ირაკლი კობახიძე: ყველაფრის საუკეთესო შემფასებელი სწორედ ქართველი ხალხია, სწორედ ხალხის მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენი ეროვნული ინტერესები
00:26
პრემიერი: არ გვსურს, საქართველოში ის ტენდენციები ვიხილოთ, რომლებიც ეროვნული თუ რელიგიური იდენტობის შესუსტებას იწვევს, გვსურს შევინარჩუნოთ ეროვნული და რელიგიური თვითმყოფადობა, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რომლითაც მომავალშიც ვიხელმძღვანელებთ
00:25
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვსურს, ვიყოთ ისეთი ევროკავშირის ნაწილი, რომელსაც ექნება ძლიერი იდენტობა, ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი პოლიტიკური ლიდერობა, ეს არის ჩვენი მკაფიო სურვილი და მისწრაფება
00:22
პრემიერი: წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა რუსეთის ტერიტორიულ და ეკონომიკურ ექსპანსიას, ჩვენი ხელისუფლების დროს არც ტერიტორიული, არც ეკონომიკური ექსპანსია არ განხორციელებულა, არ ვაწარმოებთ პოლიტიკურ კომუნიკაციას რუსეთთან, ეს არის ფაქტები
00:19
ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება და საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ამაღლება მომავალშიც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება
00:16
კახა კალაძე: ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსენება, არამედ პროექტი სრულად დასრულდება - მიწისქვეშა გადასასვლელებით, ტრუტუარებით, გამწვანებით, განათების ბოძებით
00:15
პრემიერი: საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა 70%-ს აღემატება, ევროპელი ბიუროკრატები მუდმივად გვესხმიან თავს, თუმცა არჩევნებზე 50%-ზე მეტს ვიღებთ, რადგან ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებულებას წარმოადგენს
11 ნოემბერი
23:50
პრემიერი: თუ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკის ნაწილია და ფაქტობრივად, ისინი მუდმივად მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში, მაშინ ისინი სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის ინსტრუმენტს წარმოადგენენ
23:49
ის უსაფრთხო კორიდორი, რასაც საქართველო თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან სთავაზობს, არის შეუცვლელი მარშრუტი, რაზეც არ უნდა დახუჭოს თვალი ევროკავშირმა დაკავშირებადობის თვალსაზრისით - ზვიად შალამბერიძე
23:32
სამწუხაროდ, ეს თემა აიტაცეს იმ ოპოზიციურმა ლიდერებმა, რომელთაგანაც ხმამაღალი განცხადებები გვახსოვს საპატრიარქოსთან დაკავშირებით - ზვიად შალამბერიძე მეუფე იობის განცხადებაზე
23:32
პრემიერი: ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩვენი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ანალოგიური პოზიცია გვაქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუმცა ევროპარლამენტი უკვე ერევა სასამართლო ხელისუფლებაში
23:24
ზვიად შალამბერიძე ოპოზიციაზე: პირდაპირ მოუწოდებდნენ ევროკავშირს, რომ მთელი საქართველო უნდა დასანქცირდეს, უვიზო რეჟიმზე მაქვს აქცენტი, ეს არის პირდაპირი ღალატი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
23:12
პრემიერი: შეგიძლიათ გაეცნოთ ევროკომისიის შეფასებებს პარიზის ძალადობრივ აქციებზე, თბილისში აქციები გაცილებით ძალადობრივი იყო, თუმცა აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, ევროპული ბიუროკრატია, აცხადებდნენ, რომ საქართველოში მშვიდობიანი აქციები მიმდინარეობდა, ეს სიცრუეა
23:06
დიდი მხარდაჭერა წამოვიღეთ ჩეხეთიდან. ვისაც აქვს დიალოგის სურვილი, იმდენად მყარი არგუმენტები გვაქვს ყოველთვის, სადაც ჩავდივართ ამ მყარი არგუმენტებით, ყოველთვის მოვდივართ ასეთი მხარდაჭერით - ზვიად შალამბერიძე
22:59
არ გვინახავს არცერთი პარტია, არც "ლელო", არც გახარია, რომ გამიჯვნოდნენ იმ ძალადობრივ აქტს, რომელიც 4 ოქტომბერს მოხდა. ხელის ფშვნეტით ელოდებოდნენ, როგორ გადააბრუნებდნენ ხელისუფლებას - ზვიად შალამბერიძე
22:45
ზვიად შალამბერიძე: სისტემურ დანაშაულებს, რომლებიც ხდებოდა 2004-დან 2012 წლის ჩათვლით, ეს ადამიანები უწოდებენ გადაცდომებს. ეს იყო სისტემური დანაშაული, რაზეც დღევანდელ დღეს უწევს სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხის გაცემა
22:23
პრემიერი: საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება, ეკონომიკური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპისთვისაც საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი კავშირების შენარჩუნება
22:21
საქართველოს მთიანეთში, ლუდის რიტუალური მომზადებისა და გამოყენების ტრადიციის UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენის საკითხზე, პარლამენტში შეხვედრა გაიმართა
22:20
პრემიერი: ევროკომისიამ უარით უპასუხა ჩვენს სურვილს, დაწყებულიყო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო. დაინტერესებული ვართ ვითარების შეცვლით, მნიშვნელოვანია ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა
22:08
ირაკლი კობახიძე: ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით
22:07
პრემიერი: ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ევროპამაც შეინარჩუნოს ტრადიციული ღირებულებები. პირველი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევროპულ ერად მივიჩნევთ, არის ღირებულებები, საქართველოს ევროპული კულტურული იდენტობა
21:50
მეგა შოუ "ნიჭიერი", ტალანტები, აღმოჩენები და "ოქროს ღილაკის" მფლობელები - "რუსთავი 2" დაუვიწყარი სანახაობის მორიგ ეპიზოდს 17 ნოემბერს შემოგთავაზებთ
21:47
სპეცოპერაცია იმერეთში - ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
21:42
პოლიტიკური ქადაგება - რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი პოლიტიკური განცხადებების გარდა, ყურადღების ცენტრში ქონებრივი მდგომარეობითაც არაერთხელ მოექცა
21:37
საფრანგეთის პროკურატურამ მერის მოადგილისთვის ბენზინით სავსე ბოთლის სროლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა - ქვეყანაში მორიგი აქციები და საყოველთაო გაფიცვა კვლავ დაანონსდა
21:27
არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები კონსტიტუციის დარღვევაა. ეს კი სხვა პარტიებისთვის იქნება პრევენცია, რომ აღნიშნული ქმედებებისგან თავი შეიკავონ და არ დაადგნენ კონსტიტუციის დარღვევის გზას
21:24
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება - დღეს შეკითხვები ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გარდა, პარტიების საერთო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებითაც დაისვა
21:23
საქართველოს როლი ევროპისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია და შესაძლოა, მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. გთავაზობთ გულწრფელ და ღია დიალოგს ყველა საკითხზე - ირაკლი კობახიძე
21:17
ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება - პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში შეხვედრისას ქართული ენისა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა "ვეფხისტყაოსნიდან" ამონარიდები წაიკითხეს
ვრცლად
HQ Live და DVR 1
სატელიტი
ეკონომიკა
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
განათლება
თბილისი
რეგიონები
სამხედრო თემა
მსოფლიო
კულტურა
სპორტი
ინფრასტრუქტურა
გარემოს დაცვა
კონფლიქტები
მედია
საგზაო
ჯანდაცვა
ENG
GEO
ახალი ამბები
კატეგორიები
ვიდეო
დოკუმენტალისტიკა
გადაცემები
პროგრამა
ჩვენ შესახებ
არქივი
ივნისი 2004
კვი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
პოლიტიკა
ეკონომიკა
სამხედრო თემა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მედია
ჯანდაცვა
განათლება
გარემოს დაცვა
თბილისი
კონფლიქტები
რეგიონები
ინფრასტრუქტურა
საგზაო
კულტურა
კონფლიქტები
10-11-2026
13:16
რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო - აბუ-დაბიში მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდება
12:11
"ომის დასრულების ძლიერი სურვილი არსებობს" - უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება
09:26
აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება
09-11-2026
11:27
ახლო მომავალში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა უკრაინამ, შესაძლოა, შეცვლილი სახით იარსებოს - დონალდ ტრამპი
06-11-2026
10:01
საფრანგეთის ქალაქებში პროტესტი ისევ დაპირისპირებაში გადაიზარდა - სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად 53 პოლიციელი და ათეულობით მომიტინგე დაშავდა
05-11-2026
10:08
უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურატურას მმართველი ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა
30-10-2026
12:17
"ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსეთი ახალი ბალისტიკური სარაკეტო დარტყმებისთვის ემზადება. გვჭირდება საშუალებები, რათა რუსეთის ეს საფრთხე გავანეიტრალოთ" - ზელენსკი
08:20
"ევროპაში ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოემზადონ. ჩვენ მზად ვართ, თუმცა ევროპასთან ომი არ გვსურს" - ვლადიმერ პუტინი
22-10-2026
12:23
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
21-10-2026
17:43
უკრაინის პრეზიდენტი მზად არის ცეცხლის შეწყვეტას და ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის გაყინვას დათანხმდეს, რასაც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოყვეს
20-10-2026
21:46
ტრამპი-ზელენსკის დაპირისპირება - აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგა სამშვიდობო გარიგების ჩაშლაში და ომით გამოწვეულ ადამიანურ მსხვერპლში კიდევ ერთხელ ღიად დაადანაშაულა
10:51
"ზელენსკი სიტუაციის მოგვარებას დიდად არ უწყობს ხელს. შესაძლოა, უკრაინისთვის დროა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ზელენსკის ნაცვლად სხვა კანდიდატურა წარადგინოს" - ტრამპი
19-10-2026
12:07
ევროპის სხვადასხვა ქალაქებში პროტესტი ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა
09:05
კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების ფონზე, ტრამპი ზელენსკის კვლავ აკრიტიკებს - ვაშინგტონის მიერ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება კიევში კაპიტულაციის მცდელობად აღიქმება
18-10-2026
21:24
კონფლიქტი, რომელიც ორი ქვეყნის დაპირისპირებას გასცდა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევად იქცა - მოსკოვის იერიშების პარალელურად, კიევს ვაშინგტონის ზეწოლის დაძლევა უწევს
16-10-2026
13:12
რუსეთის არმიის მიერ კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად კიევში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, შეიქმნა წყალმომარაგების პრობლემაც
11:32
"კიევის მხარდაჭერა უშედეგოა, მან უკვე წააგო. ომის გახანგრძლივება გერმანიისთვის რისკებს ქმნის" - AfD-ის ლიდერი ალის ვაიდელი
09:46
ტრამპი: ზელენსკისთან მოლაპარაკება გაცილებით რთულია, ვიდრე პუტინთან. ზელენსკი უკვე დიდი ხანია თანამდებობაზეა და თუ მათ მართლა სურთ კონფლიქტის მოგვარება, მაშინ ცვლილებების დროა
15-10-2026
10:01
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს - Financial Times
08:26
ლონდონში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა
08:09
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჰორმუზის სრუტესთან სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი გემი ჩაიძირა
14-10-2026
21:36
"არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორი მიმართულებისკენ, მაგრამ ეს არ არის ისტორიის სწორი მხარე" - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის შესახებ
21:24
აშშ-ის პრეზიდენტი ზელენსკის სამშვიდობო პროცესის ჩაშლასა და ენერგეტიკული კრიზისის პროვოცირებაში ადანაშაულებს - საერთაშორისო მედია ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობების კრიზისზე საუბრობს
09:53
ალბანეთში სტუდენტების ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
09:12
რუსეთის ძალებმა კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს - ბალისტიკური რაკეტების სამიზნე ენერგოსისტემა და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა გახდა
12-10-2026
13:54
"პუტინი Truth Social-ს არ კითხულობს" - ზელენსკის თქმით, ენერგეტიკული ზავი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ რუსეთი ინფრასტრუქტურის დაბომბვას შეწყვეტს
09:56
ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტი იემენელი "ჰუსიტების" სამიზნე ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ გახდა
09:46
საერთაშორისო მედიის ცნობით, "ენერგეტიკული ზავის" მისაღწევად ვაშინგტონი რუსეთთან და უკრაინასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს
08:40
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინაზე მიტანილმა მასშტაბურმა იერიშმა მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია
11-10-2026
21:20
რა შეიცვალა დასავლეთის მიდგომებში თითქმის 5-წლიანი ომის განმავლობაში და რა ელის უკრაინას - ბუფერული ზონის გეოპოლიტიკა
1
2
3
4
5
Last »