„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ტურინის „იუვენტუსიდან“ პოლ პოგბას შეძენას შეძლებს.
„ტელეგრაფის“ ცნობით, ინგლისური კლუბის დირექტორის ჩიკი ბეგირისტაინის და პოლ პოგბას აგენტის საუბრისას გაირკვა, რომ „იუვენტუსი“ არ აპირებს დააკლოს ფრანგი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულებას.
ტურინული გუნდი ისევ 70 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს. გარდა „იუვენტუსის“ მიერ დაწესებული ფასისა, „სიტის“ თავად პოგბასთვისაც დიდი ფულის გადახდა მოუწევს. ფრანგი ფეხბურთელი თავისი მომავალი კლუბისგან წლიური ხელფასის სახით მინიმუმ 8.5 მილიონ ფუნტს ელოდება.