კატალონიური გაზეთის „სპორტი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ბარსელონა“ მზადაა პოლ პოგბას სანაცვლოდ „იუვენტუსს“ 90 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ეს იმ თანხაზე 10 მილიონით მეტია, რომელიც კატალონიურმა კლუბმა ტურინელებს თავდაპირველად შესთავაზა.
ამის მიუხედავად, „ბარსელონას“ ფეხბურთელის გადაბირება გარანტირებული არ აქვს, რადგან „იუვენტუსს“ სარფიანი წინადადებით „ჩელსიმაც“ მიმართა. ლონდონელები იტალიურ კლუბს პოლ პოგბაში 50 მილიონ ევროს და ბრაზილიელ ფეხბურთელ ოსკარს სტავაზობენ. ამგვარი სქემა უფრო მეტად მოსწონს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის. ევროპული პრესის მტკიცებით, სირთულეების შექმნის შემთხვევაში, „ჩელსი“ მზადაა აღნიშნულ წინადადება გააუმჯობესოს და დამატებით იტალიელებს ხუან კუადრადო შესთავაზოს.