17 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
როჯერ ფედერერი "უიმბლდონისთვის" მზადაა

 როჯერ ფედერერის თქმით, ის „უიმბლდონს“ ასე კარგად მომზადებული არასოდეს შეხვედრია.

„ეს წელი ჩემთვის ძალიან კარგი იყო. კარგად ვთამაშობდი და კარგად ვვარჯიშობდი. ჰალეს ტურნირიც მომზადების თვალსაზრისით, ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო. მისმა მოგებამ თავდაჯერებულობა შემმატა“, - განაცხადა ფედერერმა ევროსპორტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შვეიცარიელი ჩოგბურთელი, რომელსაც ინგლისის ღია პირველობა რვაჯერ აქვს მოგებული, ტურნირზე თავის პირველ მატჩს ხვალ, დამირ ჯუმჰურის წინააღმდეგ გამართავს.

 

დღის ამბები