ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.
ჰოლანდიის საფეხბურთო ფედერაციამ მთავარ მწვრთნელს არ გაუხანგრძლივა კონტრაქტი, რომელიც 1 ივლისს იწურება. ამის შესახებ ნათქვამია ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
68 წლის სპეციალისტმა „ნარინჯისფრები“ დაახლოებით ერთი წლის წინ ჩაიბარა. ჰოლანდიური მედიის მტკიცებით, მისი განთავისუფლების მიზეზი, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში გუნდის არადამაჯერებელი გამოსვლა გახდა.
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები თავის ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილზეა. მას ლიდერი ისლანდია და ჩეხეთი უსწრებენ.