ილკაი გუნდოგანმა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც 2016 წელს იწურებოდა, ერთი წლით გაახანგრძლივა.
„მომავალი სეზონისთვის მზადება უკვე დავიწყეთ. მოხარული ვარ, რომ ყველაფერი გაირკვა და შემიძლია ისევ ვითამაშო დორტმუნდის „ბორუსიაში“, - განაცხადა 24 წლის ნახევარმცველმა.
გონდოგანის შეძენით რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბი იყო დაინტერესებული. თუმცა, ყველა შესაძლო ტრანსფერი ჩაიშალა. სწორედ ამიტომ გერმანიის ნაკრების წევრმა დორტმუნდში დარჩენა გადაწყვიტა.