17 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
ინტერი და სტოკი შაქირიზე შეთანხმდნენ

იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „სტოკ სიტი“ და მილანის „ინტერი“ ჩერდან შაქირის სატრანსფერო ფასზე შეთანხმდნენ.

ინგლისურმა კლუბმა იტალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო შესთავაზა. „ინტერის“ ხელმძღვანელობა თანახმაა. ტრანსფერის განსახორციელებლად ახლა თავად ფეხბურთელის თანხმობაა საჭირო.

შაქირი მილანში მიუნჰენის „ბაიერნიდან“ გადავიდა. თუმცა, „ინტერის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო.

დღის ამბები