17 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
უიმბლდონის მესამე დღე

 ნოვაკ ჯოკოვიჩი „უიმბლდონის“ მესამე რაუნდში გავიდა. სერბმა ჩოგბურთელმა იარკო ნიემინენს 6:4, 6:2, 6:3 მოუგო.

მომდევნო ეტაპზე ჯოკოვიჩი ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს შეხვდება.

გამარჯვებით დაასრულა თავისი მატჩი სტენ ვავრინკამაც. მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა ვიქტორ ესტრელა ბურგოსი 6:3, 6:4, 7:5 დაამარცხა და შემდეგ მატჩში ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება.

ქალთა ტურნირზე კი მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. სერბი ანა ივანოვიჩი ტოპ ათეულიდან რიგით მესამე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც „უიმბლდონი“ დაგეგმილზე ადრე დატოვა.

მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი განუთესავ ბეთანი მატეკ-სანდსთან 3:6, 4:6 დამარცხდა. მანამდე ტურნირს გამოეთიშნენ მესამე ნომრად განთესილი სიმონა ჰალეპი და მეცხრე ნომერი კარლა სუარეს-ნავარო. მომდევნო ეტაპზე გავიდა ტურნირის ფავორიტი სერენა უილიამსი.

დღის ამბები