არდა თურანი და „ბარსელონა“ ფეხბურთელის მადრიდის „ატლეტიკოდან“ ტრანსფერის შესახებ ბოლო დეტალებს აგვარებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გაზეთი „ელ მუნდო დეპორტივო“ ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ „ბარსელონა“ 35-36 მილიონ ევროს გააიხდის.
თურქი ნახევარმცველის შეძენით დაინტერესებული იყო ლონდონის „ჩელსიც“. თუმცა, ფეხბურთელმა ესპანეთში დარჩენა გადაწყვიტა