კანადაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ქალთა ნაკრებმა ინგლისის ეროვნული გუნდი 2:1 დაამარცხა.
პირველ ტაიმში გუნდებმა პენალტებიდან ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს. გადამწყვეტი მატჩის 93-ე წუთზე ინგლისელი ნახევარმცველის ლორა ბასეტის მიერ საკუთრ კარში გატანილი გოლი გამოდგა.
ფინალში იაპონია შეერთებული შტატების ნაკრებს შეხვდება, ინგლისელები კი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებენ.