17 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ლავი და დრაგიჩი რჩებიან

 ჩენდლერი ფინიქსში კევინ ლავი „კლივლენდთან“ ახალ ხელშეკრულებას დათანხმდა.

მისი გაფორმების შემდეგ, კალათბურთელი ხელფასის სახით ხუთ წელიწადში 11 მილიონ დოლარს მიიღებს. შეთანხმება გუნდს მომავალ სეზონშიც ტურნირის მოგების ფავორიტად აქცევს.

თავის გუნდში დარჩენა გადაწყვიტა გორან დრაგიჩმაც. „მაიამი ჰიტი“ მას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 90 მილიონ დოლარს გადაუხდის.

მოულოდნელი გამოდგა ტაისონ ჩენდლერის გადაწყვეტილება. „დალასის“ ცენტრმა „ფინიქს სანსთან“ 52 მილიონი დოლარის ოდენობის ხელფასის სანაცვლოდ 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ამ დროისთვის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში შემდეგი გარიგებები განხორციელდა:

ტრანსფერები დამარი კეროლი „ტორონტოში“ გადავიდა. ხელფასი - 4 წელიწადში 60 მილიონი.

ტაისონ ჩენდლერი „ფინიქს სანსში“ გადავიდა. ხელფასი - 4 წელიწადში 52 მილიონი.

ამირ ჯონსონი „სელტიქსში“ გადავიდა. ხელფასი - 2 წელიწადში 24 მილიონი.

ტიაგო სპლიტერი „ატლანტა ჰოუკსში“ გადავიდა. ხელფასი უცნობია.

კონტრაქტის გახანგრძლივება კევინ ლავი „კლივლენდში“ რჩება. ხელფასი - 5 წელიწადში 110 მილიონი.

ჯიმი ბატლერი „ჩიკაგოში“ რჩება. ხელფასი - 5 წელიწადში 95 მილიონი.

გორან დრაგიჩი „მაიამი ჰიტში“ რჩება. ხელფასი - 5 წელიწადში 90 მილიონი.

ტრისტან ტომპსონი „კლივლენდში“ რჩება. ხელფასი - 5 წელიწადში 80 მილიონი.

ბრენდონ ნაიტი „ფინიქს სანსში“ რჩება. ხელფასი - 5 წელიწადში 70 მილიონი.

კრის მიდლტონი „მილუოკი ბაქსში“ რჩება. ხელფასი - 5 წელიწადში 70 მილიონი.

ბრუკ ლოპესი „ბრუკლინ ნეთსში“ რჩება. ხელფასი - 3 წელიწადში 60 მილიონი.

დენი გრინი „სან ანტონიოში“ რჩება. ხელფასი - 4 წელიწადში 45 მილიონი.

დღის ამბები