17 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
დრეიმონდ გრინი „გოლდენ სტეიტის“ ერთგულია

 ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონმა დრეიმონდ გრინს ახალი კონტრაქტი გაუფორმა.

„გოლდენ სტეიტი“ 25 წლის კალათბურთელს 5 წლის განმავლობაში 85 მილიონ დოლარს გადაუხდის.

„კიდევ მინიმუმ ხუთი წელი „უორიორსში“ ვითამაშებ. მიხარია, რომ გუნდთან ხელშეკრულება გავახანგრძლივე“, - განაცხადა გრინმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მცველის ხელფასი წელიწადში მხოლოდ 915 ათასი დოლარი იყო. 

დღის ამბები