17 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
28 მილიონი ოსკარისთვის

 „კორეიერე დელო სპორტის“ ინფორმაციით, „იუვენტუსი“ მზადაა ოსკარში 28 მილიონი ევრო გადაიხადოს.თუმცა, ლონდონის „ჩელსი“ ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონს ითხოვს.

ინგლისური პრესა კი ვარაუდობს, რომ ოსკარი შესაძლოა იმ გარიგების ნაწილი გახდეს, რომელიც „ჩელსიში“ პოლ პოგბას გადასვლას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონური კლუბი მზადაა ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ „იუვენტუსს“ ოსკარი დაუთმოს და 50 მილიონი ევროც დაუმატოს. 

დღის ამბები