გერმანული გაზეთის, „ბილდის“ ინფორმაციით, „ვოლფსბურგმა“ ანტონიო რუდიგერთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია.
„შტუტგარტი“ გერმანიის ნაკრების მცველის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ითხოვს. ჯერჯერობით, უვნობია რა თანხის გადახდაზეა მზად „ვოლფსბურგი“.
რამდენიმე დღის წინ, ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუდიგერის შეძენით ლონდონის „ჩელსიც“ არის დაინტერესებული.