თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე დუეინ უიედმა „მაიამისთან“ ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კალათბურთელის შესანარჩუნებლად „ჰიტმა“ 20 მილიონი დოლარი გამოყო. მანამდე უედმა უარი განაცხადა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ერთი წლით, რადგან მაიამი ხელფასის სახით გაცილებით ნაკლებს, 16.1 მილიონ დოლარს პირდებოდა.
„ეს გუნდი ჩემი ოჯახია. მასთან საოცარი მოგონებები მაკავშირებს და მიხარია, რომ „მაიამიში“ დარჩენის შესაძლებლობა მომეცა“, - განაცხადა 33 წლის კალათბურთელმა.