ესპანური გაზეთის „მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ სერხიო რამოსის ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მსურველი კლუბი 100 მილიონ ევროს გადაიხდის.
რამოსის შეძენით დაინტერესებულია „მანჩესტერ იუნაიტედი“. კლუბმა უკვე მიმართა ოფიციალური წინადადებით „რეალს“და ფეხბურთელის სანაცვლოდ მხოლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზა.