17 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
მილანმა სამხრეთ ამერიკელები შეიძინა

კარლოს ბაკა და ლუის ადრიანო მომავალი სეზონიდან „მილანში“ ითამაშებენ. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე გააკეთა.

„სევილიადან“ ბაკას ტრანსფერისთვის „როსონერიმ“ 30 მილიონი ევრო გადაიხადა, დონეცკის „შახტარმა“ კი ლუიზ ადრიანოს სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო მიიღო.

კოლუმბიელმა გუნდთან 2019 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, ხოლო უკრაინიდან გადასულმა ბრაზილიელმა 2020 წლამდე. 

დღის ამბები