17 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
როისს კონკურენციის შეეშინდა

„მარკას“ ინფორმაციით, მარკო როისმა „ბარსელონაში“ გადასვლაზე უარი, გუნდში არსებული მაღალი კონკურენციის გამო თქვა.

ესპანური გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ შეხვდა ფეხბურთელს და მის აგენტს და ცდილობდა როისი დაერწმუნებინა „ბარსელონაში“ გადასულიყო.

თუმცა, გერმანიის ნაკრების ფორვარდის პასუხმა ის გააკვირვა. როისმა განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ მაღალი კონკურენციის გამო არაა დარწმუნებული, რომ ძირითად შემადგენლობაში მუდმივი ადგილი ექნება და სწორედ ამიტომ არ აპირებდა გუნდის შეცვლას. 

დღის ამბები