„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჟოან ლაპორტა მისი არჩევის შემთხვევაში ფანებს პოლ პოგბას შეძენას პირდება. ის დარწმუნებულია, რომ 22 წლის ფრანგი და მადრიდის „ატლეტიკოდან“ შეძენილი არდა თურანი მოედნიც ცენტრში შესანიშნავ დუეტს შექმნიან. „პოგბას შეძენას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შევეცდებით“, - აცხადებს ლაპორტა. ამ მიმართულებით გადამწყვეტი როლი, პოგბას აგენტს, მინო რაიოლას ენიჭება, რომელთანაც პრეზიდენტობის კანდიდატს კარგი ურთიერთობა აქვს. ბარსელონაში საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივლისს გაიმართება.