„კლიპერსის“ მცდელობებმა გადააფიქრებინოს დე ანდრე ჯორდანს „დალასში“ გადასვლა, შედეგი გამოიღო. კალათბურთელმა „მავერიქსთან“ წინასწარ შეთანხმებულ 4 წლიან კონტრაქტზე და 80 მილიონ დოლარზე უარი თქვა და ლოს ანჯელესში დარჩენა გადაწყვიტა. დალასში გადასვლა მან დოკ რივერსთან, ბლეიკ გრიფინთან და კრის პოლთან შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრა. ჯორდანი „კლიპერსში“ კიდევ ოთხი წელი ითამაშებს და 87 მილიონ დოლარს მიიღებს.