10 ივლისს ინგლისის ღია პირველობის ნახევარფინალში როჯერ ფედერერი ანდი მარეის შეხვდება, ნოვაკ ჯოკოვიჩს კი ფინალში თამაშის უფლების მოსაპოვებლად რიჯარდ გასკეს დამარცხება მოუწევს.
ფედერერმა მეოთხედფინალში ჟილ სიმონს 6:3, 7:5, 6:2 მოუგო. სამ სეტში გაიმარჯვა ანდი მარეიმაც. ბრიტანელმა ვაცეკ პოსპიშილი 6:4, 7:5, 6:4 დაამარცხა.
ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარიო ჩილიჩს ანგარიშით 6:4, 6:4, 6:4 მოუგო.
ყველაზე საინტერესო სტენ ვავრინკასა და რიჯარდ გასკეს მატჩი გამოდგა. მეტოქეებმა ორ-ორი სეტის მოგება შეძლეს. გადამწყვეტი მეხუთე სეტი კი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საბოლოოდ, ფრანგმა შვეიცარიელი 6:4, 4:6, 3:6, 6:4, 11:9 დაამარცხა.