Sky Sport-ის ინფორმაციით გელზენკირხენის „შალკეს“ ჩერდან შაქირის შეძენა სურს. 23 წლის ნახევარმცველი „ინტერში“ მიუნჰენის „ბაიერნიდან“ ზამთავრში გადავიდა. იტალიურ კლუბი მის გაყიდვაზე თანახმაა, რადგან „ინტერის“ ხელმძღვანელებს „ვოლფსბურგის“ ფეხბურთელისთვის, ივან პერიშიჩისთვის ადგილის განთავისუფლება სურთ. ბრიტანული პრესა გასულ კვირას ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შაქირის ტრანსფერის შესახებ შეთანხმება მირწეულია „სტოქთან“. გასულ სეზონში „ინტერის“ შემადგენლობაში შაქირიმ 15 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.