17 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
რეალი დე ხეასთვის იუნაიტედს ნავასს სთავაზობს

 

მადრიდის „რეალს“ იმედი აქვს, რომ 11 ივლისს ფანებს ახალ მეკარეს, დავიდ დე ხეას წარუდგენს.

იმისთვის, რომ ტრანსფერი განხორციელდეს, „რეალი“ მზადაა გარიგების ნაწილად კეილორ ნავასიც აქციოს.

ესპანური გაზეთის „მარკას“ ინფრომაციით, ნავასის თამაში მოსწონს „მანჩესტერის“ მთავარ მწვრთნელს. ლუი ვან გაალი მიიჩნევს, რომ ის ესპანელი მეკარის ღირსეული შემცვლელი იქნება.

თუმცა, „იუნაიტედს“ სერხიო რამოსის შეძენაც სურს. ამიტომ, მოლაპარაკებები „რეალსა“ და ინფლისური კლუბის ხელმძღვანელობას შორის რთულად მიმდინარეობს. 

დღის ამბები