17 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
ვან ბასტენი ნაკრებში დაბრუნდა

ნიდელანდების საფეხბურთო კავშირის ინფორმაციით, მარკო ვან ბასტენი ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დანი ბლინდის თანაშემწედ დაინიშნა.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სამ წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2018 წლის ივლისში იწურება.

ვან ბასტენს ეროვნულ გუნდში მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს. ის ჰოლანდიის ნაკრებს 2004-08 წლებში ხელმძღვანელობდა. დანი ბლინდი კი მთავარ მწვრთნელად გასულ კვირას დაინიშნა. მას შემდეგ, რაც თანამდებობა გუუს ჰიდინკმა დატოვა. 

დღის ამბები