17 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
ქართული კლუბები განმეორებით მატჩებს გამართავენ

 დღეს, 9 ივლისს, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება. სამი ქართული კლუბი შეეცდება მომდევნო ეტაპზე გასვლას. სამივე შეხვედრა თბილისი დროით 20 საათზე დაიწყება.
სტუმრად ითამაშებს თბილისის ”დინამო”, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს აზერბაიჯანში სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ”გაბალას” წინააღმდეგ ”დინამოს” ძირითადის ორი ფხბურთელი ვერ დაეხმარება. წინა მატჩი „დინამომ“ თბილისში ანგარიშიტ 2:1 მოიგო.

 ბათუმის ”დინამო” ომონიაში ადგილობრივ კლუბს დაუპირისპირდება, ამ გუნდების პირველი შეხვედრა ”დინამოს” გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

  საფეხბურთო კლუბი “ცხინვალი” ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას რუმინეთის “ბოტოშანთან” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. თამაშზე დასწრება უფასოდ შეიძლება. ვინც 3 ლარიან ბილეთს შეიძენს, თბილისის სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება. „ცხინვალსა“ და „ბოტოშანს“ შორის პირველი მატჩი ბოტოშანში ფრედ 1:1 დასრულდა.

დღის ამბები